მართლმადიდებელი ეკლესია სულთმოფენობას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სულთმოფენობას აღნიშნავს. ეს 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება. სახარების მიხედვით, ამ დღეს ქრისტეს მოციქულებზე სულიწმიდა ცეცხლის სახით გადმოვიდა და მათ სხვადასხვა ენაზე ქადაგების უნარი მიეცათ, რომ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში გაევრცელებინათ. სულთმოფენობის ტრადიცია ტაძრების ყვავილებით მორთვაა, იატაკზე კი, ახლად მოთიბულ ბალახს აფენენ. მორწმუნეები ლიტურგიაზეც ყვავილებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წელი ინახავენ.  სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო მსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა- ილია მეორემ, მღვდელმთავრებთან ერთად აღავლინა და მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა.