კოსტავას ქუჩის მორეცხვის სამუშაოები. სპეციალური სადეზინფექციო ხნარით დამუშავდა საქართველოს პირველი არხის მიმდებარე ტერიტორია.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის მერია თბილისის ცენტრალურ ქუჩებს ასუფთავებს.
გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები – ავტორი: ნატა ტაბიძე
ახალი კვირა