სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „მათ უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იყვნენ გადაყვანილი და ხორციელდება მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი“, – ვკითხულობთ გავრცელებულ ინფორმაციაში. სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ხართუმიდან გარეუბანში გუშინ გადაიყვანეს, სადაც შეტაკებები და დაპირისპირება არ არის.