მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირების ახალ პროგრამას იწყებს. პირველი სექტემბრიდან, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა. კრედიტის მაქსიმალური მოცულობა 200 ათასი ლარია. ოჯახებს, რომლებსაც სექტემბრიდან პირველი ან მეორე შვილი შეეძინებათ, სესხის აღების შემთხვევაში, სახელმწიფო ხუთი წლის განმავლობაში კრედიტის ნახევარს დაუფინანსებს. მესამე, მეოთხე და ყოველ მომდევნო შვილზე კი, სახელმწიფოს თანადაფინანსება იზრდება და სესხის ორი მესამედი იქნება. შეღავათი შეეხება იმ ოჯახებსაც, სადაც სამი და მეტი შვილი ჰყავთ. პროგრამით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა, რომლებიც ჩამოთვლილი კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ბანკებს სექტემბრიდან მომდევნო 12 თვის განმავლობაში უნდა მიმართონ. კიდევ რა მოთხოვნების დაკმაყოფილება მოგიწევთ პროგრამით სარგებლობისას? – თათია ტაბეშაძე გიამბობთ.