ფინანსური პრობლემების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება უახლოეს მომავალში ჩამოეწერებათ.
განათლების სამინისტრომ შესაბამისი მემორანდუმი საგანმანათლებლო დაწესებულებებთან უკვე გააფორმა. საუბარი როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებზე, თუმცა კერძო სექტორის შემთხვევაში სახელმწიფო დავალიანების 20 %-ს დაფარავს. საგანმანათლებლო უწყების შეთავაზებას მხოლოდ აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტების ადმინისტრაციები არ დათანხმდნენ. ახლა სწავლის გაგრძელების მსურველმა სტუდენტებმა სტატუსის აღდგენის მოთხოვნით თავიანთ უნივერსიტეტებს უნდა მიმართონ.