საქართველოს ხუთ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა უნივერსიტეტის 10 სტუდენტი ერთი თვის განმავლობაში იმუშავებს.
პრაქტიკანტებს ფინანსურად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება უზრუნველყოფს.
სტუდენტები თელავის, რუსთავის, ქედის, გორისა და მცხეთის მერიებში დარგობრივი სამსახურების მუშაობას გაეცნობიან და შემაჯამებელ ანგარიშებს წარადგენენ.