ინიციატივა სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის

21:09, 15.09.2023

ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ 30 ათასამდე სტუდენტს დავალიანება გაუნულდება.

საუბარია ჯამში 40 მილიონ ლარზე, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით სტუდენტებს ჩამოეწერებათ. შესაბამისი დავალება პრემიერმა განათლებისა და ფინანსთა მინისტრებს მთავრობის სხდომაზე მისცა. შედეგად სტუდენტებს, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო სწავლის გაგრძელებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, შანსი აქვთ სტატუსი აღიდგინონ და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განაგრძონ.

მსგავსი