ახალ პროექტს განახორციელებს საქართველოში ბრიტანეთის საბჭო.
„შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლება“ – ასე ჰქვია ხუთწლიან პროგრამას, რომლის მიზანიც განათლების რეფორმისა და სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობაა.
ღია კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სხვადასხვა იურიდიული სტატუსის მქონე შემოქმედებით ინსტიტუციებს, მაგალითად ადგილობრივი მმართველობისა და მუნიციპალიტეტების კულტურის დეპარტამენტებს, არასამთვრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს. პროექტის ავტორები აპირებენ, საქართველოში მოქმედ შემოქმედებით ჯგუფებს ბრიტანული გამოცდილება გაუზიარონ და ხელი შეუწყონ დასაქმებასა და ურთიერთობების დამყარებაში.