ორკვირიანი საზაფხულო სკოლა საქართველოს სოფლებში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტის პირველი ფაზა წარმატებით დაიხურა.

პროექტმა, რომელის ფარგლებშიც საქართველოს სოფლების საზოგადოებრივ ცენტრებში სკოლის მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები ფუნქციონირებდა, წარმატებულ მოსწავლეებისათვის ორკვირიანი საზაფხულო სკოლა მოაწყო.

ორკვირიანი სწავლება სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა. საზაფხულო სკოლის მონაწილეები იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დააჯილდოვა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე გიორგი პატარიძე, იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორი ხათუნა კასრაძე და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე ესწრებოდნენ.

სამართალი და ადამიანის უფლებები, კიბერუსაფრთხოება, რა არის დისკრიმინაცია,  ემოციების რეგულაცია, პრეზენტაციული უნარები, გუნდური შეჭიდულობა და ინგლისური ენის შემსწავლელი გაკვეთილები − ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც მონაწილეებმა საზაფხულო სკოლის ფარგლებში გაიარეს სწავლება.