იუსტიციის სამინისტროს ექვსს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის კლუბები ამოქმედდება

იუსტიციის სამინისტროს 6 საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის კლუბები ამოქმედდება. ორსანტიის, ჩაქვის, დიდი ჯიხაიშის, კაბალის, წალკისა და ვალეს ახალგაზრდები ინგლისური ენის შესწავლას ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით შეძლებენ.

ჩაქვის საზოგადოებრივ ცენტრში გამართულ პრეზენტაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე და ორგანიზაციის – „ბრიტანეთის საბჭო საქართველოში“ − დირექტორი დაესწრნენ.

საზოგადოებრივი ცენტრები უმასპინძლებენ ინგლისური ენის მასწავლებლებსაც. ბრიტანეთის საბჭო მათ პროფესიულ განვითარებაზეც იზრუნებს.  სპეციალურად მათთვის მოწყობილ ტრენინგებსა და სემინარებს პედაგოგები სოფლებიდან გაუსვლელად საზოგადოებრივ ცენტრებში დაესწრებიან.