სტუდენტების აქცია

ევროპული მომავლის მხარდასაჭერად 15-მდე უნივერსიტეტის სტუდენტებმა პარლამენტთან ერთობლივი დოკუმენტი წარადგინეს. მათი თქმით, ახალგაზრდები ირჩევენ ევროპულ ღირებულებებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, სიტყვის თავისუფლებას, ღირსეულ სამუშაო გარემოს, ასევე მშვიდობიან და თავისუფალ ევროპულ ქვეყანაში ცხოვრებას. ტექსტი, რომელიც ბანერის სახით იყო წარმოდგენილი, სტუდენტებმა თანხმობის ნიშნად ხელმოწერებით დაადასტურეს. ბანერი პარლამენტის წინ რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება და ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მასზე ხელმოწერა დატოვოს.