პროტესტი ზუგდიდში

ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები აპროტესტებენ სადავო კანონის მიღებას. მათ სპეციალური განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ გამჭვირვალობის კანონს, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევაა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტების პროტესტს. აქცია ქალაქის ცენტრში მსვლელობით დასრულდა.