საგარეო საქმეთა სამინისტროში აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის დარგობრივი უწყებების წარმომადგენლებმა. შეხვედრას საქართველოს მხრიდან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი თავმჯდომარეობდა, ხოლო აშშ-ის მხრიდან – სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე განათლებისა და კულტურის საკითხებში ალიას ვუდვარდი.
სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს განათლების, სპორტის, კულტურის, ჯანდაცვის, სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის საკითხები და ამ კუთხით არსებული გამოწვევები.