„ქართული ოცნების“ დელეგაციის ვიზიტი ჩინეთში

პოლიტიკური ვნებათაღელვა არ წყდება ჩინეთში მიმდინარე შეხვედრების გარშემო.

პეკინში „ქართული ოცნების“ ლიდერების ვიზიტი გრძელდება. მმართველი პარტიის ხელმძღვანელობის შემდეგ ქართული დელეგაცია დღეს ჩინეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მიიღო. მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკის ქვეყანასთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებისთვის ჩინეთთან პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობის გაძლიერება პრიორიტეტი ხდება. თუმცა, კითხვები აქვთ ოპონენტებს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ პირველი საპარლამენტო ვიზიტის არა ევროპაში, არამედ ჩინეთში დაგეგმვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან კრიტიკას იწვევს.

ნოდარ ჩაჩუა გვეტყვის, რა შედეგებით დასრულდა პეკინში გამართული დღევანდელი შეხვედრები.