ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარწმუნოა გამოძიებით დადგენილი ვერსია, რომ მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა სპეცდანიშნულების რაზმის წევრის მითითებას და შეეცადა ხელყუმბარის გამოყენებას, რა დროსაც განხორციელდა მის მიმართ გასროლა, – ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სიცოცხლის უფლების არსებითი ნაწილის დარღვევა არ დაადგინა.