ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებული  

ქართულ ენაზე გამოიცა ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებების კრებული.

პრეზენტაცია იუსტიციის სკოლაში გაიმართა. კრებული საქართველო-ევროკავშირის ერთობლივი პროექტის, „ინტელექტუალური საკუთრების შესახებ“ ფარგლებში გამოიცა. ნაშრომი შედგენილია ევროკავშირის საერთო სასამართლოს, ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ევროკავშირის ინტელექტუალური საკუთრების უწყების სააპელაციო საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე. კრებულის გამოცემას წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში ევროპული სასამართლოების გადაწყვეტილებების შესახებ.