ცნობილი ამერიკელი მსახიობი სტივენ სიგალი რუსეთის საგარეო უწყებაში დაასაქმეს. ის რუსეთ-ამერიკის ჰუმანიტარული კავშირების საკითხებში რუსეთის სპეციალური წარმომადგენლის პოსტს დაიკავებს.
როგორც კრემლში განმარტეს, ამერიკელი მსახიობი ამ თანამდებობაზე ანაზღაურების გარეშე იმუშავებს.
სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა 2016 წელს მიიღო. ის ასევე შეერთებული შტატებისა და სერბეთის მოქალაქეც არის.