პრემიერის გზავნილები და პოლიტიკური შეფასებები

მოსკოვი გაეროს ტრიბუნიდან მიღებული მწვავე გზავნილებით გაღიზიანებულია.

რუსეთის საგარეო უწყება ოფიციალურ თბილისს ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო რეჟიმებთან ამისამართებს. რეალობისგან დაშორებული წარმოდგენა -ასე ეხმაურება კრემლი გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს პრემიერის გამოსვლას, რა დროსაც მამუკა ბახტაძის ტონი რუსეთის მიმართ განსაკუთრებით მწვავე იყო.

გამოსვლა პირდაპირი მოწოდებებით, სადაც მკაფიოდ გაესვა ხაზი რუსული ოკუპაციის მძიმე შედეგებს და ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს – ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.

საერთაშორისო ტრიბუნიდან მოსკოვის მისამართით გაკეთებული განცხადებები ამჯერადაც არასაკმარისია ოპოზიციისთვის. ოპონენტები ფიქრობენ, რომ პრემიერ-მინისტრს რუსეთისთვის დასაწესებელ სანქციებზეც უნდა ესაუბრა.

შორენა ხვიჩია გაგვაცნობს იმ რეაქციებს, რომლებიც გაეროში საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლას მოჰყვა.