რუსეთის საგარეო უწყების განცხადება

„პროვოკაციულად მივიჩნევთ ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის განცხადებებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის თაობაზე” – ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი.

კრემლის პოზიციით, სწორედ ასეთმა უპასუხისმგებლო მესიჯებმა 2008 წელს თბილისი სამხედრო ავანტიურისკენ წააქეზა.

საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს გარდა, დისკუსიების ყველა მონაწილემ ოკუპირებულ რეგიონებთან ე.წ. საზღვრებზე შექმნილი ზოგადი სიტუაცია სტაბილურად აღიარა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ჟენევის დისკუსიის მონაწილეთა დადებითი შეფასება მოჰყვა ოსური მხარის გადაწყვეტილებას, განაახლოს მონაწილეობა ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სხდომებში.