სტიქიის შედეგები

სტიქიის მძიმე კვალი გარდაბნის რაიონში.

სოფელ კრწანისის მიმდებარე დასახლებაში მცხოვრები 15 ადამიანი ღია ცის ქვეშაა დარჩენილი. მათი სახლები ძლიერმა წვიმამ და ღვარცოფმა მთლიანად დატბორა. ადგილობრივი მოსახლეობა შინაური პირუტყვის და მოსავლის გარეშე დარჩა. დასახლების მცხოვრებლები სტიქიის მძიმე შედეგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ინფრასტრუქტურის გაუმართაობას ასახელებენ.