ცოფის შემთხვევების გამო, კარანტინი დაწესდა

ქობულეთის რაიონის სოფელ ჯიხანჯურში საკარანტინო ზომები მოქმედებს – შინაურ პირუტყვში ცოფი გავრცელდა. სავარაუდოდ, ინფიცირების წყარო ტურები არიან. დასახლებაში აცრეს ყველა ის ადამიანი, რომლებსაც დახოცილ პირუტყვთან შესაძლო კონტაქტი ჰქონდათ. იმის მიუხედავად, რომ ცოფის ბოლო შემთხვევა 11 იანვარს დაფიქსირდა, სოფელში საკარანტინო რეჟიმი 11 მარტამდე შენარჩუნდება.

დატოვე კომენტარი