აქცია რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე

აქცია გაიმართა რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მე-15 კილომეტრზე. სოფელ კრწანისთან საბაღე მეურნეობაში დასახლებული პირები კომპენსაციებს ითხოვენ. აღნიშნული დასახლება რამდენიმე თვის წინ, წვიმის დროს დაიტბორა.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, თუმცა, მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. ადგილზე გარდაბნის მერი და გუბერნატორი მივიდნენ. ისინი მოსახლეობასთან მოლაპარაკებებს მართავენ.