სტიქიის მესამე დღე გურიაში. ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. პროცესი უწყვეტ 24-საათიდან რეჟიმში მიმდინარეობს. მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მძიმე ტექნიკა. შესაბამისი სამსახურები ცდილობენ აღადგინონ იმ სოფლებამდე მისასვლელი გზები, რომლებიც გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
ამ დრომდე გრძელდება სოფლებიდან ხალხის გამოყვანა და უსაფრთხო საცხოვრებელში გადაყვანა.
რა ვითარებაა ადგილზე? – შალვა სუმბაძე და გიორგი კიკვაძე სტიქიის ზონიდან პირდაპირ ეთერში.