ჭუბერში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ წუთებში თავდაცვის სამინისტროს დროებითი საპანელო ხიდის აწყობა მიმდინარეობს.
ხიდის გადებით ჭუბერის ორი ნაპირი ერთმანეთს დაუკავშირდება და შესაძლებელი გახდება მარცხენა სანაპიროზე მძიმე სამშენებლო ტექნიკის შეყვანა.