გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. პროცესში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია ტექნიკაც. შესაბამისი სამსახურები ცდილობენ, გაწმინდონ და აღადგინონ შიდა სასოფლო გზები. გეოლოგებმა 80 ოჯახის განსახლების რეკომენდაცია გასცეს, რადგან მათი საცხოვრებლები არაა უსაფრთხო. გაზისა და დენის გარეშეა დარჩენილი ამ დრომდე 240 ოჯახი, თუმცა, პრობლემის მოგვარება დღის ბოლომდე იგეგმება. წყალი კი უკვე უწყვეტად მიეწოდება მოქალაქეებს.