გურჯაანსა და ლაგოდეხში ზარალის დათვლა დაიწყო. ორდღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ოცამდე სოფელში მძიმე კვალი დატოვა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, სახნავ-სათესი მიწები და ვენახები. მდინარე ალაზნის გამო გურჯაანთან დამაკავშირებელი გზა რამდენიმე საათის განმავლობაში ჩაკეტილი იყო. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია, თუმცა პრობლემებია წნორი-ლაგოდეხის მიმართულებით.