შოვში სტიქიას გადარჩენილები 3 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ, მათი თქმით, ძნელია, სიტყვებით გადმოსცე და აღწერო ის მდგომარეობა, რაც რამდენიმე დღის წინ რაჭაში მოხდა.
მოქალაქეების თქმით, ტერიტორიიდან გამოსვლა ტყის გავლით შეძლეს. როგორც სტიქიას გადარჩენილები ჰყვებიან, იმდენად მძიმე ვითარება იყო, რომ არ შეეძლოთ, დახმარებოდნენ სხვა ადამიანებს. მათ ჩვენი ჟურნალისტი თეონა ხუბულავა ესაუბრა.