ქვემო ქართლში სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან.
კრწანისი, მთისძირი, გიგანტი – ძლიერმა წვიმამ გარდაბნის რაიონის სამ სოფელში მძიმე კვალი დატოვა. განსაკურებული ზიანი კრწანისის ახლომდებარე დასახლებას მიადგა, სადაც 12 სახლი მთლიანად დაიტბორა. ასევე განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საოჯახო ნივთები, მიწის ნაკვეთები და მოსავალი.
ღია ცის ქვეშ დარჩენილი ოჯახები დროებით სასტუმროში გადაიყვანეს.