სტიქია ხობში. მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, ეზოები, ქუჩები და ბაღები. ადგილზე სპეციალური ტექნიკა დილიდან მუშაობს, იწმინდება სანიაღვრე არხები, მიმდინარეობს ზარალის დათვლა. ადგილზე მერის მოადგილეები შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან.