ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა გურჯაანის მუნიციპალიტეტში.
სტიქიამ რამდენიმე სოფელში 50-ამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი და ასევე ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. ენერგოკომპანიის მიერ აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ და ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.
ზარალს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მუდმივმოქმედი კომისია შეისწავლის.