სტიქია კახეთში

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში – მაღრაანში, ფიჩხოვანსა და არგოხში მცხოვრები მოსახლეობა სტიქიამ დააზარალა. ძლიერმა ქარმა და სეტყვამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო ფართობები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები. ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები და მოგლიჯა ხეები.

როგორც საქართველოს პირველ არხს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა განუცხადა, სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია ხვალიდან შეისწავლის.