გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე მიეწოდება და მუშაობა მიმდინარეობს სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენაზე. ქალაქის ცენტრალური ქუჩა, სადაც მდინარე ნავთისხევი კალაპოტის გარღვევის შემდეგ რამდენიმე საათი მიედინებოდა, მძიმე ტექნიკამ ნაწილობრივ გაწმინდა.
წყალდიდობამ დააზიანა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მოვარდნილი ღვარცოფის შედეგად კი ათობით მანქანა და საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. სტიქიამ დააზიანა სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიც. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.
ჟანა დიდებაშვილი მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას.