ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველებმა ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სტიქიის ზონაში 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი შესაბამისი აღჭურვილობით – მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებდა სამძებრო სამუშაოებს. ძებნა-შველის ღონისძიებაში ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი. ნერგეეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.
შალვა სუმბაძე სტიქიის ზონიდან.