უამინდობის შედეგები იმერეთში

ქუთაისსა და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 884-ზე მეტი ობიექტის სახურავი, ქალაქში წაქცეულია ხეები და პრობლემაა წყლის მომარაგების კუთხით. მოსახლეობის ნაწილს კვლავ შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი. პრობლემის მოგვარების მიზნით სამუშაო ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია ცხელი ხაზი და მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში შეუძლია არსებული პრობლემის შესახებ დაუკავშირდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ საგანგებო შტაბებს.