სტიქია გურიაში. დატბორილ ზონაში მუშაობს მოამბის კიდევ ერთი გადამღები ჯგუფი.
თეა აბსარიძე სუფსაში იმყოფება, რომელიც სტიქიის ერთ-ერთი ეპიცენტრია. ადგილზე ამ დროისათვის მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ლაფისაგან იწმინდება საცხოვრებელი სახლები. ნიაღვარმა ეზოებთან ერთად პირველ სართულებიც დაფარა. სამი ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მიმდინარეობს ზარალის დათვლაც.
რა სიტუაციაა ამ დროისათვის სუფსაში, რჩება თუ არა ისევ სტიქიის საფრთხე ადგილზე? თეა აბსარიძე გურიიდან.