გურიაში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი ცხედარი იპოვეს, დაკარგული ორი პირის მიმართ კი, საძიებო სამუშაოები გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინიტროს ინფორმაციით, მაშველებმა ძებნის ღონისძიების ფარგლებში, ცხედარი სოფელ ჯუმათში იპოვეს.
გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, 112-ის მიერ გურიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებს ეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინებები.
ბოლო ინფორმაციას სტიქიის ზონიდან თეა აბსარიძე მოგვაწვდის.