ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმსა და ქობულეთში.
ბათუმში დატბორილია რამდენიმე ცენტრალური გზა. რთული სიტუცია შეიქმნა მაიაკოვსკის ქუჩაზე, ეგრეთწოდებული ჭაობის დასახლებაში, სადაც წყალი სავაჭრო ობიექტებსა და სახლებში შევიდა. ამ დროისთვის მიმდინარეობს ამოტუმბვითი სამუშაოები. პარალიზებულია მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის მიმართულებით. წყალდიდობის გამო ბათუმის შესასვლელში ავტომანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, რამდენიმე ათეული გამოძახება დაფიქსირდა ქობულეთში, სადაც ასევე დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლები.