სტეფანწმინდის რაიონში ვერტმფრენი დაზიანდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკომპანია „ავიასერვისის“ ვერტმფრენი, რომელიც ფრენებს სტეფანწმინდის რაიონის ართმხოს ხეობაში ასრულებდა, 2700 მეტრ სიმაღლეზე დაფრენისას, ჯერ დაუდგენელი მიზეზების გამო დაზიანდა.
როგორც პირველ არხს სამინისტროდან აცნობეს, ვერტმფრენის მფრინავი და ბორტზე მყოფი მგზავრები არ დაშავებულან. ამ წუთებში გუდაურიდან ართმხოს ხეობაში მიემგზავრება ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. მისი განცხადებით, მიმდინარეობს მოკვლევა მომხდარი შემთხვევის მიზეზების დასადგენად.