ამერიკული, გერმანული და ბრიტანული პოპულარული ჯგუფები ქართულ სცენაზე.
სამი ცნობილი ბენდი საქართველოში ჩამოდის. „ბლექ სი არენა“ ვან „რიფაბლიქს“, „ჯანგლს“ და „სკორპიონზს“ უმასპინძლებს.
Starring Georgia-ს ფარგლებში საქართველოში არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავისა და ბენდის კონცერტი 2023 წელს უკვე გაიმართა. დღეს დაანონსებული სამი კონცერტის გარდა black sea arena მოლაპარაკებებს სხვა შემსრულებლებთანაც მართავს. მათ შორის ერთ-ერთის ვინაობა ცნობილი მომავალ კვირაში გახდება.