სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
სტამბოლში ქართველმა ქალმა მეგობარი მამაკაცი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა. თურქული მედიის ცნობით, ჯანეტ ხონელიძე სტამბოლში სისლის რაიონში ცხოვრობდა.
გამოძიების ცნობით, მან მკვლელობა დაურეგისტრირებელი იარაღით ჩაიდინა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დანაშაულს წინ უძღოდა წყვილს შორის კამათი, რომლის მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა. თვითმხილველების ცნობით, მომხდარის დროს სახლში ხონელიძის ქალიშვილიც იმყოფებოდა. ის შოკურ მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება გრძელდება.