საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

თურქეთი მხარს უჭერს შუა სატრანსპორტო დერეფნის უფრო აქტიურ გამოყენებას, რომლის მნიშვნელოვანი რგოლი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სტამბოლში, თურქ კოლეგას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წარმატებით ვითარდება მრავალი მიმართულებით და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებისა და რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით.