სსმ-ის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
„საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს. კონკურსში 14 კანდიდატი მონაწილეობს:
მალხაზ ასლამაზაშვილი, ნინია კაკაბაძე, დონარა შონავა, ზაზა შათირიშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ხატია ყურაშვილი, ზვიად დევდარიანი, ბესო ლილუაშვილი, ნათია სირაბიძე, ვლადიმერ ბოჟაძე, ია მამალაძე, ნათია კობერიძე, ბაია პატარაია და დავით კორახაშვილი.
სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევი ღია კონკურსი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით გამოცხადდა. კანდიდატების წარდგენის შემდეგ, საბოლოოდ 4 წევრი შეირჩევა.
საკონკურსო კომისიის წევრები არიან: თინათინ რუხაძე, სოსო გალუმაშვილი, ოთარ ტატიშვილი, ბასა ფოცხიშვილი, მამუკა ანდღულაძე, ერმინე მესხია, სალომე უგულავა, ბონდო მძინარაშვილი და დავით ცხადაძე.