იუსტიციის უმაღლესი საბჭო როინ მიგრიაულს უსმენს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება.  ამ წუთებში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კითხვებს, ადვოკატი როინ მიგრიაული პასუხობს. მან გასაუბრების დასაწყისში, საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მისი 22-წლიანი საადვოკატო გამოცილება, უზენაეს სასამართლოში მოხვედრის საფუძველი გახდება. კანდიდატის მისამართით დასმული კითხვები შეეხებოდა  როგორც მის საქმიანობას, ასევე მის ანაზღაურებას. საბჭოს არამოსამართლე წევრი დაინტერესდა, რამდენად მზად არის  როინ მიგრიაული შეამციროს მისი მაღალი შემოსავალი, იმ შემთხვევაში, თუ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გახდება.

დღესვე, იუსტიციის საბჭო კიდევ ერთ კანდიდატთან, ლევან მიქაბერიძესთან გეგმავს გასაუბრებას.