მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გრძელდება. იურიდიულ კომიტეტზე ამ წუთებში თამარ ზამბახიძეს უსმენენ. დეპუტატებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან შეკითხვები მის საქმიანობასთან და სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით აქვთ. თამარ ზამბახიძე დღემდე სააპელაციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლეა.