სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების სტრუქტურული ცვლილებების საკითხი

მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული ცვლილებების ფონზე, გააქტიურდა მსჯელობა თემაზე – საჭიროა თუ არა ამ პროცესის გაგრძელება სხვა ორგანიზაციებში. მაგალითად, საჯარო სამართლისა და არასამეწარმეო იურიდიულ პირებში.

სსიპ-ებისა და აიპ-ების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება. მათ საკუთარი შემოსავლები აქვთ, თუმცა ბიუჯეტიდანაც სოლიდური თანხით ფინანსდებიან.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მსგავსი სტრუქტურების ნაწილს, ხელისუფლება მხარდამჭერებისა და ნათესავების დასაქმებისთვის იყენებს. ამასთან, მათ შესახებ არ არსებობს სრულყოფილი ინფორმაცია.

სანდრო ჯუფალაკიანი გვერთვება თემის დეტალებით.