ბახტაძის ეკონომიკური ხედვა

პრემიერის პოსტზე დამტკიცებამდე მამუკა ბახტაძემ უკვე დააანონსა რამდენიმე ცვლილება. განსაკუთრებული აქცენტი სტრუქტურულ ცვლილებებზე კეთდება.

შვიდი თვის შემდეგ სამინისტროების რაოდენობა კიდევ სამით უნდა შემცირდეს, რის შედეგად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიუჯეტიდან 100-120 მილიონი ლარის დაზოგვას პროგნოზირებს. თუმცა ჯერ უცნობია, რა მასშტაბის საკადრო ცვლილებები მოჰყვება უწყებების ოპტიმიზაციას. სწორედ მცირე მთავრობის კონცეფცია იყო ერთ-ერთი იმ ოთხი პრიორიტეტიდან, რომლებზეც ბახტაძემ პრემიერის პოსტზე წარდგენისთანავე ისაუბრა.