სტრუქტურული ცვლილებების განხილვა პარლამენტში

პარლამენტმა „მცირე მთავრობის“ შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი მიმდინარე კვირას უნდა დაამტკიცოს. პირველი მოსმენით განხილვა დღეს დაიწყო.

ცვლილებების მიხედვით, 14 სახელმწიფო უწყებიდან 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი რჩება. აღნიშნული ცვლილებების მიღების შემდეგ კი, პრემიერი მთავრობის ახალ შემადგენლობას დაასახელებს, რომელსაც პარლამენტი, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დაამტკიცებს.