წნორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა.
მოეწყო კომბინირებული – მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის. კომპლექსი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით და სრულად არის ადაპტირებული შშმ პირებისათვის.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.