მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი რუსთავში

რუსთავის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასკვნით ფაზაშია. ორსართულიანი, დახურული ტიპის შენობა სპორტის სხვადასხვა სახეობის, – კრივის, კალათბურთის, ფრენბურთის, ჭიდაობის, ხელბურთის, მინი ფეხბურთის და ტრენაჟორის დარბაზებს აერთიანებს. სპორტულ კომპლექსს ექნება ღია კაფე, ავტო პარკინგი და რეკრეაციული ზონა, ასევე საფეხმავლო ბილიკებითა და გარე განათებით. პროექტი, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. მისი ღირებულება, დაახლოებით, 21 მილიონ ლარს შეადგენს.