ქართული სპორტის მუზეუმი

დიღომში, ოლიმპიური აუზის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე, ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო კულტურისა და სპორტის მინისტრი.

სამუშაოები სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ეროვნული მუზეუმის დაკვეთით 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. პროექტის დასრულება სექტემბერში იგეგმება. სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2022 წელს სპორტის მუზეუმს, რომელსაც საკუთარი შენობა არასოდეს ჰქონია, დიღომში, ოლიმპიური აუზის ტერიტორიაზე, უსასყიდლოდ გადაეცა მიწის ფართობი, სადაც 2023 წელს ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობა დაიწყო. იგი მოიცავს საექსპოზიციო დარბაზს, საცავსა და სამუშაო სივრცეს მუზეუმის თანამშრომლებისთვის.